ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 26 ზუგდიდში
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში რეგიონის მაშტაბით 640 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა და მათგან 57 პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. 26 ახალი შემთხვევა ზუგდიდში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით Covid-19​-ით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, 2 წალენჯიხაში, 5 სენაკში, 4 ხობში, 1-1 კი მარტვილსა და აბაშაში. გარდა ამისა, ვირუსი აფხაზეთიდან გადმოყვანილ 4 პირს დაუდგინდა.

"გამოვლენილი შემთხვევებიდან უმეტესობა არის უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო მონაცემებით რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 84 კოვიდპაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა საყურადღებოა. ფოთის ჰოსპიტალში 39 პირი მკურნალობს.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში 181 ადამიანი იმყოფება.


ფოტო:Shermazana



Print