ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ცნობით, ოკუპირებულ რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში 403 მოქალაქე გაიტესტა.

ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აფხაზეთში ახალი კორონავირუსის 2 796 შემთხვევაა გამოვლენილი, 1 187 გამოჯანმრთელდა, ხოლო 27 ადამიანი გარდაიცვალა.

Print