ახალი ამბები
ზუგდიდის ბაზარში კორონავირუსის 33 შემთხვევა გამოვლინდა
ზუგდიდში გამოვლენილი 48 ახალი შემთხვევიდან, 33 ცენტრალურ ბაზარს უკავშირდება. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, ინფიცირებულები ბაზარში მუშაობდენენ და ისინი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მდგომარეობიდან გამომდინარე ჯანდაცვის წარმოამდგენლები მიიღებენ გადაწყვეტილებას და ვისი გადაყვანაც საჭირო იქნება გადაიყვანენ კლინიკაში, უსიმპტომო პაციენტებს, ვისაც სახლში შესაბამისი პირობები არ აქვთ, გადაიყვანენ კოვიდ სასტუმროში, ვისაც სახლში იზოლაციის დაცვა შეუძლია მათი მკურნალობა ბინაზე მოხდება“, - ამბობე გუბერნიაში.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში რეგიონის მაშტაბით გუშინ აღებული 279 ნიმუშის გამოკვლევის შედეგად 65 პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

Print