ახალი ამბები
კორონავირუსით გარდაცვლილ ზუგდიდელ მამაკაცს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდა - ექიმი
თერჯოლის საავადმყოფოს ექიმის დავით სარიშვილის ინფორმაციით, ზუგდიდელ პაციენტს, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, გულ-სისხლძართვთა ქრონიკული დაავადება ჰქონდა. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანისას უკვე მძიმე იყო.

„კარდიოლოგიური თვალსაზრისით სერიოზული მდგომარეობა ჰქონდა, აღენიშნებოდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ამასთან, ჰქონდა სიმსუქნის პრობლემა. ბოლოს, ფილტვების შეშუპება განუვითარდა და პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - აღნიშნა სარიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის მკვიდრი თერჯოლის საავადმყოფოში დღეს, დილით გარდაიცვალა.

Print