ახალი ამბები
სენაკში კორონავირუსით 88 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
სენაკის მკვიდრი 88 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკა "არქიმედეში" მკურნალობდა, გარდაიცვალა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია მედიკოსებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მას გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდა. მისივე ცნობით, კოვიდინფიცირებული პაციენტი საავადმყოფოში 18 ოქტომბერს გარდაიცვალა.

ინფორმაციისთვის, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული ბიოლოგიური ნიმუშებიდან 58-ზე დადებითი პასუხია. აქედან, ერთი ახალი შემთხვევა სენაკში გამოვლინდა.

Print