ახალი ამბები
ხობში, პირველი მაისის სკოლაში კორონავირუსის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა
კორონავირუსის შემთხვევების გამო ხობის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა. როგორც რადიო "ათინათს" სკოლის დირექტორმა კობა კვიკვინიამ უთხრა Covid-19 სასწავლო დაწესებულების 4 თანამშრომელსა და 2 მოსწავლეს დაუდგინდა. მისივე თქმით, ინფიცირების პირველი შემთხვევა  17 ოქტომბერს დადასტურდა.

"ინფიცირებულია სასწავლო ნაწილის გამგე, რომელიც ამავე დროს მასწავლებელია, ასევე ორი პედაგოგი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის თანამშრომელი და ორი მოსწავლე. გადავედით დისტანციურ სწავლებაზე, რის შესახებაც მოსწავლეებს დამრიგებლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, გავავრცელეთ სოციალურ ქსელშიც", - თქვა დირექტორმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 5 ხობში. ყველა მათგანი უკვე ინფიცირებული პირის კონტაქტია. 




Print