ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 172 ახალი შემთხვევა
25 ოქტომბერს დე ფაქტო რესპუბლიკაში 480 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 172-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, წერს "აბაზა ტვ", ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით. ამავე ცნობით, რეგიონის მასშტაბით Covid 19-ით ინფიცირებული კიდევ ორი პირი გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, ორივე მათგანს ორმხრივი პნევმონია და თანხმლები დაავადებები ჰქონდათ.

ამავე ცნობით, დღეისთვის გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 141 კოვიდ პაციენტი გადის. მათგან 27 მძიმე მდგომარეობაშია. კლინიკიდან 8 ადამიანი გაეწერა.

მობილურ ჰოსპიტალში, რომელიც სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზეა მოწყობილი, 42 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 3739 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 1462 პირი. გარდაცვლილთა რაოდენობა 35-ს შეადგენს.


Print