ახალი ამბები
თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით დაინფიცირდა.
ინფორმაციას ცენტრი ავრცელებს.

"ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს", - აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Print