ახალი ამბები
ზუგდიდში საარჩვენო უბნებზე ამომრჩეველთა 28,34% მივიდა - საოლქო კომისია
20:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის #27-ე მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 34 080 მოქალაქემ მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 28,34%-ს შეადგენს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა უთხრა. მისივე თქმით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. 

"სულ 4 საჩივარია რეგისტრირებული, რომელიც პროცედურული ხასითისაა. აქედან, ნაწილზე უბნებზევე დაყენებულია რეაგირება. ახლა უნდა დაველოდოთ ხმის დათვლის პროცედურას", - აღნიშნა მესხმა.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 120 255 ამომრჩეველია რეგისტრირებული. პირველ ტურში საკუთარი არჩევანი 46, 17%-მა დააფიქსირა. მაშინ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ჩიქოვანმა ხმების 48,24 % მიიღო, ხოლო ენმ-დან მალხაზ ჯალაღონიას 36,93 %-მა დაუჭირა მხარი. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ის გააყალბა, რასაც ბუნებრივია უარყოფენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. ოპოზიციამ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა და მონაწილეობა არ მიიღო.

Print