ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 937 პირი, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა. მისივე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყანაში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 135 584-ს. სულ გამოჯანმრთელდა 113 986 პირი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 37 შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ჯამში გარდაიცვალა 1 267 ადამიანი.
Print