ახალი ამბები
რუხის საავადმყოფოში ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატები დამონტაჟდა
რუხის საავადმყოფოში ჟანგბადის წარმომქმნელი ორი აგრეგატი დამონტაჟდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ნინო აკობიამ უთხრა.მისივე ინფორმაციით სამედიცინო დაწესებულებას აღნიშნული აგრეგატები ჯანდაცვის სამინისტროსგან უსასყიდლოდ გადაეცა.

"კოვიდინფიცირებული პაციენტების თითქმის 50% არის ჟანგბადდამოკიდებული. სხვა კომპლექსურ მკურნალობასთან ერთად ჟანგბადით უზრუნველყოფა პაციენტების არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. რუხის კლინიკის გახსნის დღიდან, ჩვენს პაციენტებს ჟანგბადით უზრუნველყოფის პრობლემა არ ჰქონიათ, მაგრამ გაიზარდა პაციენტების რაოდენობა, ამიტომ ჟანგბადით მომარაგება კლინიკისთვის აუცილებელი გახდა. დღემდე, ორი 4-ტონიანი თხევადი ჟანგბადის ავზით მარაგდებოდა. შემოგვქონდა ჟანგბადი, იტვირთებოდა ჟანგბადის ავზებში და ასე მიეწოდებოდა პაციენტებს. გუშინ, დამონტაჟდა ორი ჟანგბადის მინი ქარხანა, რომელიც 24-საათიანი ჟანგბადის მიწოდების რეჟიმში თითქმის ნახევრად ფარავს და უზრუნველყოფს პაციენტებისთვის ჟანგბადის მიწოდებას. ადგილზე ჟანგბადის მიწოდება და წარმოება უფრო ხელსაყრელი და მნიშვნელოვანია", - განაცხადა ნინო აკობიამ.

ბოლო მონაცემებით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 155 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის, მათ შორი, 80-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
Print