ახალი ამბები
პარლამენტის სხდომა მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატების მონაწილეობით გაიხსნა
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე პრეზიდენტმა გახსნა. პირველ სხდომას არჩეული 150 დეპუტატიდან მხოლოდ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ესწრებიან.პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში ხელს აწერენ აქტს, რომლის თანახმადაც, ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ, უარს ამბობენ მანდატებზე და ცესკოს სიების ჩახსნის მოთხოვნით მიმართავენ.

ოპოზიცია მმართველ გუნდს 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და სხვა რამდენიმე მოთხოვნასთან ერთად, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. პარლამენტის შენობის გარეთ სამოქალაქო აქტივისტების აქციაც მიმდინარეობს.

პირველ პლენარულ სხდომას მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და სასულიერო პირები ესწრებიან.

Print