ახალი ამბები
სოხუმში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაჭრეს
სოხუმში, "ტურბაზის" რაიონში მომხდარი სროლის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი ადამიანი დაჭრეს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაშავებული, რომელსაც ტერფის ჭრილობა აღენიშნება, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, წერს "აფსადგილ ინფო".

შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტების ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს ოპერატიული - სამძებრო სამუშაოები დამნაშავის ვინაობის დასადგენად და დასაკავებლად.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაზარალებული სოხუმის ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომელია.


Print