ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 1 972 პირს დაუდგინდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბი იუწყება.

როგორც შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 737 პირი, დაფიქსირდა ვირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 216 843 ადამიანს, გამოჯანმრთელდა 194 705 ინფიცირებული, ვირუსით გარდაიცვალა 2 276 პირი.


Print