ახალი ამბები
პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტი ოპოზიციის გარეშე დაამტკიცა
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირა. სხდომა პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გიორგი გახარიას გუნდს "ქართული ოცნების" 85-ვე დეპუტატმა გამოუცხადა ნდობა.



საქართველოს მთავრობაში მინისტრების პორტფელებს ძველი კაბინეტის წარმომადგენლები ჩაიბარებენ, ახალი ხელმძღვანლი მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს ჰყავს.

მინისტრთა კაბინეტი შემადგენლობა ასეთია:

პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი

იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა

საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი

ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი

თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.
Print