ახალი ამბები
მომდევნო დღეებში სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
14-16 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სიპოტიკოსები ძლიერი ნალექის შედეგად მთიან ზონებში ზვავების ფორმირებას და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას პროგნოზირებენ. ამავე ცნობით, საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს.
Print