ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 127 ახალი შემთხვევა
14 და 15 იანვარს აფხაზეთში 491 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 127-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი. მათ შორის 4 გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, 2 კი საველე ჰოსპიტალში გადიოდა მკურნალობის კურსს. 

ამ ეტაპზე გუდაუთის ინფექციურში 91 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 34-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 36, ტყვარჩელის კლინიკაში 15, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში 33, ოჩამჩირის საავადმყოფოში 26, საველე ჰოსპიტალში კი 53 პაციენტი იმყოფება.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 10 378 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 151, გამოჯანმრთელდა 8 130 ადამიანი.

Print