ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 109 შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 077 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 645 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 727 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 918 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 293 321-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 442 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 279 831-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 916 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 641 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 38, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 109, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 331 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 263 ადამიანი.
Print