ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში მყოფი 247 ადამიანიდან, 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 247 ადამიანი მკურნალობს, აქედან 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 131 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 9 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 40 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 27 პაციენტია მოთავსებული, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 49 პაციენტი იმყოფება, მათგან 1 მძიმედაა.

საკარანტინო სივრცეში 106 მოქალაქე რჩება. რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 43 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

Print