ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 65 ადამიანი დაინფიცირდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ბოლო მნაცემებით, 257 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 65 -ს კორონავირუსი.
ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ამ ეტაპზე, გუდაუთის კლინიკაში 39 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 37 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 12, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 14, ტყვარჩელის საავადმყოფოში კი - 5 პაციენტი იმყოფება

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 182 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 375, გარდაიცვალა - 220 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

Print