ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid-19 კიდევ 88 ადამიანს დაუდასტურდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 88 პირს დაუდგინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ვირუსული ინფექცია 954 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 896 პირი, მათგან სამეგრელოში -101.

ამ ეტაპზე ინფიცირებულია სულ 11 774 ადამიანი, მათგან 3 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 253 ინფიცირებულია მოთავსებული. პაციენტებისგან 14-ის მდგომარეობა მძიმეა, 45-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსი 346 150 პირს გამოუვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 329 516-ს შეადგენს.

რაც შეეხება გარდაცვალებას, ბოლო 24 საათში კორონავირუსს 30 ინფიცირებული ემსხვერპლა, ქვეყანაში ვირუსით სულ 4 834 პირი გარდაიცვალა.





Print