ახალი ამბები
სახელმწიფო ზუგდიდში სასათბურე მეურნეობას ყიდის
,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” ზუგდიდის სოფელ ნაწულუკუში არსებულ უძრავ ქონებას ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. 12 930 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული სასათბურე მეურნეობის საწყისი ფასი 1 320 000 ლარია.

აუქციონი უპირობოა და ობიექტზე შესაძლოა სანერგე მეურნეობა მოეწყოს.

აუქციონი 1-ელ ივნისს გამოცხადდა, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი ბიჯი არ დაფიქსირებულა. ვაჭრობა15 ივნისს დასრულდება.
Print