Error
ახალი ამბები
მარკ ცუკერბერგის Facebook –ის გვერდი გატეხეს
ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტმა ამ გზით სოცილური ქსელების დამფუძნებელს დაუმტკიცა, რომ აღმოაჩინა სუსტი წერტილი, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლის კედელზე შეტყობინების გამოქვეყნების შესაძლებლობას იძლევა. თავისი სიტყვების დასამტკიცებლად ხალილ შრიტეხმა (Khalil Shreateh) Facebook–ის გენერალური დირექტორის მარკ ცუკერბერგის გვერდზე ჩანაწერი დატოვა,- წერს TechCrunch. როგორც წესი, ხაკერები სოციალური ქსელების დაუცველობის ამგვარი ფაქტების აღმოჩენისთის, Facebook–გან მინიმუმ 500 დოლარს იღებენ. თუმცა შრიტეხი ჯილდოს ვერ მიიღებს, — Whitehat –ის წახალისების პროგრამის პირობებში ნათქვამია, რომ ქსელების დაუცველობის აღმოსაჩენად, სატესტო ექაუნთები უნდა გამოიყენონ და არა სხვა მომხმარებელთა რეალური გვერდები. გარდა ამისა, შრიტეხის შეტყობინება არ შეიცავდა დეტალებს შეცდომის აღმოჩენის შესახებ.
Print