ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1092 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 61 ინფიცირების შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთშია გამოვლენილი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 23 პირი ემსხვერპლა, მათგან ერთი რუხის კოვიდკლინიკაში გარდაიცვალა.


ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულია 775 ინფიცირებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ვირუსით 355 368 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 5 083, , გამოჯანრთელებულია 341 103 პირი,
Print