ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 42 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 42 სამეგრელო-ზემო სვანეთში. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსი სულ 360 055 ადამიანს დაუდგინდა.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 635 პირი, ჯამში მათი რაოდენობა 346 217-ს შეადგენს.

ამავე მონაცემებით, ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაიცვალა 24 ინფიცირებული. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 5 199 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ვირუსით ინფიცირებულია 8 613 ადამიანი, მათგან 2 698 საავადმყოფოში მკურნალობს, მძიმეა 678 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

საკარანტინე სივრცეებში კი მოთავსებულია 32 ადამიანი.
Print