ახალი ამბები
კომენდანტის საათი პირველი ივლისიდან უქმდება
საქართველოში ე.წ კომენდანტის საათი პირველი ივლისიდან უქმდება. გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ქვეყანაში გადაადგილებაზე შეზღუდვა ღამის საათებში 8 ნოემბრიდან იყო ამოქმედებული.

ამასთან, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, რესტორნები მუშაობას ღამის 12 საათამდე შეძლებენ. 

Print