ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 31 ადამიანს დაუდასტურდა
საქართველოში კორონავირუსის ახალი 1010 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 31 - სამეგრელო-ზემო სვანეთში. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 603 პირი, გარდაიცვალა კიდევ 9 ინფიცირებული.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 8 989 ადამიანი, მათგან 586-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 366 078-ია, ჯამში გამოჯანმრთელდა 351 747 ინფიცირებული, კორონავირუსს კი 5 316 პირი ემსხვერპლა.


Print