ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 39 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 980 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 39 სამეგრელო-ზემო სვანეთში. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 877 პირი, გარდაიცვალა კიდევ 11 ადამიანი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 367 058-ს, გამოჯანმრთელებულია 352 624 ინფიცირებული, გარდაიცვალა 5 327 ინფიცირებული.

ამ ეტაპზე ვირუსით ინფიცირებულია 9 081 პირი, მათგან 2 729 მკურნალობს საავადმყოფოებში, მძიმეა 601 პაციენტის მდგომარეობა.
Print