ახალი ამბები
რიკოთის გვირაბთან მიწის მასა ჩამოწვა და გადაადგილება შეფერხდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან ინტენსიური წვიმის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა.

,,გზების დეპარტამენტის მიერ, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, გატარდა მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები და გზაზე დროებით შეიზღუდა ავტო ტრანსპორტის მოძრაობა.ადგილზე მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა და პერსონალი'', - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ დროისათვის, დასავლეთის მიმართულებით გადაადგილება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით არის შესაძლებელი.

უწყებაში ამბობენ, რომ ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და სატრანსპორტო მიმოსვლა უმოკლეს ვადებში აღდგება.
Print