Error
ახალი ამბები
რუსული ენის კვირეული აფხაზეთში
რუსული ენის კვირეული ოკუპირებულ აფხაზეთში - სოხუმში რუსეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ. აფხაზეთში რუსული ენის ცოდნის გაუმჯობესების მიზნით, ადგილობრივი პედაგოგებისთვის ლექციები და პროფესიული კვალიფიკაციის ზრდის კურსები ჩატარდება. რუსეთის განათლების უწყების წარმომადგენლების თქმით, კვირის განმავლობაში უამრავი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. აფხაზ პედაგოგებს ასევე რუსული ენის უახლესი სახელმძღვანელოები და მეთოდური სასწავლო პროგრამები გადაეცემათ. როგორც ცნობილია, მსგავსი კვირეულები სისტემატურ ხასიათს მიიღებს.
Print