ახალი ამბები
ზუგდიდი-მესტია-ლასდილის მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კილომეტრზე (კალა-იფარი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, დეპარტამენტის წარმომადგენლები გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებს ორი დღის განმავლობაში ახორციელებდნენ.

ინფორმაციისთვის, 27 ივლისს ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ სრულად გაანადგურა მესტიის სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი. გარდა ამისა, დაზიანდა ხიდეები.
Print