ახალი ამბები
რუხის კლინიკაში აფხაზეთში მცხოვრები ორი ინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე მათგანი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პირია. ისინი რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში მკურნალობდნენ. მათგან ერთი 68 წლის მამაკაცია ტყვარჩელიდან, მეორე კი 72 წლის გალში მცხოვრები მამაკაცია.

ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდკლინიკებში 346 პაციენტი მკურნალობს, მათგან 28 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 45-ის კი საშუალო სიმძიმის.

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 199 ადამიანს დაუდასტურდა, ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 134 კოვიდდადებითი პაციენტი.

სულ ქვეყნის მასშტაბით, ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია კიდევ 3 780 პირი, ვირუსს კიდევ 30 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 2 052 ადამიანი.

Print