Error
ახალი ამბები
Wikileaks-ის ინფორმატორს 35 წელი მიუსაჯეს
აშშ არმიის რიგითს, ბრედლი მენინგს, რომელიც საიტ Wikileaks-თვის საიდუმლო დოკუმენტების გაცემისთვის გაასამართლეს, 35 წლით თავისუფლების აღვკვეთა მიუსაჯეს. ივლისში ფორტ -მიდეს (მერილენდის შტატი) სამხედრო ტრიბუნალმა, 25 წლის სამხედრო მოსამსახურე 20 მუხლით სცნო დამნაშვედ, მათ შორის შპიონაჟისთვის. გასულ კვირას, მენინგმა ბოდიში მოიხადა იმ ზარალისთის, რაც მისი ქმედებების გამო აშშ-ს მიადგა. პროკურორები მისთვის 60 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდნენ. Wikileaks -მა სასამართლოს განაჩენს, "სერიოზული სტრატეგიული გამარჯვება" უწოდა, ნათქვამია ორგანიზაციის Twitter -ის გვერდზე. დასავლური მედია აქტიურად განიხილავს WikiLeaks-ის ინფორმატორისთვის გამოტანილ განაჩენს. The Guardian წერს, რომ ბრედლი მენინგისთვის გამოტანილ განაჩენს არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებსთან და არც სამართლიანობასთან, რადგან მენინგი, მას შემდეგ, რაც მის მიერ გახსნილი დოკუმენტების უმრავლესობა გაიხსნება, საპატიმროში 10 წელს გაატარებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრედლი მენინგისთვის გამოტანილ განაჩენს, "გაუმართლებლად სასტიკი" უწოდა და ეს გადაწყვეტილება " ადამიანის უფლებებთან და კანონის უზენაესობასთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტების გამოვლინებად მიიჩნია".
Print