რეგიონი
4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, გაიხსნება საბავშვო ბაღებიც
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღებსა და როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მშობლებს საშუალება ექნებათ, შეარჩიონ სწავლების როგორც დასწრებული, ისე ონლაინ ფორმატი.

„ჩვენ მათ ვაძლევთ უფლებამოსილებას, რომ დაწყებული 4 ოქტომბრიდან უფლება აქვთ სასწავლო პროცესი განახორციელონ დასწრებულ ფორმატში. ისინი გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ ჩვენს სამინისტროსთან შეთანხმებით“, - აცახდებს მიხეილ ჩხენკელი.

სწავლის პროცესში მოსწავლეები (ყველა კლასი) ვალდებულები იქნებიან, ატარონ პირბადე.

"ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული და სიახლე გახლავთ ის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ეს დიდი მიღწევა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, ამისთვის აუცილებელია, რომ ინტენსიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი“, - თქვა მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს, ონლაინრეჟიმში დაიწყო.

Print