ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდცენტრებში 476 ადამიანი მკურნალობს, 39-ის მდგომარეობა მძიმეა

ბოლო მონაცემებით სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 476 ადამიანი გადის მკურნალობის კურსს.

ისევ მძიმეა რუხის საავადმყოფოში მყოფი 34, ფოთის "ბომონდის" 3 და სენაკის "ლაზიკა მედის" 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

საკარანტინო სივრცეში 28 კოვიდინფიცირებული მოქალაქეა მოთავსებული.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით დაავადებისგან კიდევ 158 ადამიანი გამოჯანმრთელდა.


 

Print