ახალი ამბები
დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლების მშენებლობა მიმდინარეობს
დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლებს აშენებენ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის ინფორმაციით, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში მიმდინარე სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.

“მშენებლობა კარგი ტემპით მიმდინარეობს და ჩვენი დევნილი მოსახლეობა ახლო მომავალში შეძლებს ახალ სახლებში გადმოსვლას. პროექტი ითვალისწინებს მთელი ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას,“ - ამბობს სიმონიშვილი.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანს დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათი ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაცია წარმოადგენს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

Print