ახალი ამბები
მამუკა წოწერია: გამარჯვებას ბოლომდე მივიყვანთ
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა საკუთარი პოზიცია 13-ე საარჩევნო უბანზე უკვე დააფიქსირა.

წოწერიას თქმით, მან ხმა მისცა სტაბილურ განვითარებას და მოლოდინი აქვს, რომ მოსახლეობა აქტიური იქნება.

„პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე, ზუგდიდელი ამომრჩევლები უკმაყოფილოები არიან და მაქსიმალურად მობილიზდებიან, აქტიურები იქნებიან. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად გამარჯვებას ბოლომდე მივიყვანთ. მერე იწყება მთავარი - ზრუნვა ჩვენს მუნიციპალიტეტზე და განვითარების გაგრძელება. ასე რომ, ჩვენ გვინდა მშვიდობა, როგორც დღეს, ისე მომავალში, ამას “ქართული ოცნების” ხელისუფლება უზრუნველყოფს”, - თქვა მამუკა წოწერიამ.

შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტურში ზუგდიდის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის. “ნაციონალური მოძრაობიდან” - ანზორ მელია და “ქართული ოცნებიდან” - მამუკა წოწერია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 67 საარჩევნო ოლქი და 109 საარჩევნო უბანია.
Print