Error
ახალი ამბები
ანტიბოშური მარში ჩეხეთში ჩხუბითა და დაპატიმრებებით დასრულდა
ჩეხეთის 7 ქალაქში, ასობით ულტრამემარჯვენე აქტივისტის მონაწილეობით, ანტიბოშური გამოსვლები გაიმართა. რიგ ადგილებში დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა. 75 –მდე ადამიანი დაპატირმებულია. აგვისტოს დასაწყისში, საერთაშორისო ორგნიზაციამ Amnesty International დაგეგმილ აქციებთან დაკავშრებით შეშფოთება გამოთქვა და ჩეხეთის ხელისუფლებას ბოშათა თემის დაცვისკენ მოუწოდა. სხვადსხვა შეფასებებით, ჩეხეთში 250– დან 300 – მდე ბოშა ცხოვრობს. ისინი ქვეყნის ყველაზე ღარიბ ფენას წარმოადგენენ, მათი ლიდერები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას რასობრივი დისკრიმინაციის გამო.
Print