ახალი ამბები
კორონავირუსის 358 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთში
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 459 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან 358 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 850 102-ს. განიკურნა კიდევ 3 957 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 792 158-მდე.

ამ ეტაპზე ფიქსირდება ინფიცირების 45 799 მიმდინარე აქტიური შემთხვევა. 6 545 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, 470 სამეგრელოს კოვიდცენტრებში .

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 65 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 1 ზუგდიდის მკვიდრია. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 12 119 პირი ემსხვერპლა.




Print