ახალი ამბები
„საქართველოსთვის“ ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში საკრებულოს თანამდებობის პირების არჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს
პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატები საკრებულოს პირველ სხდომას ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში, სადაც მათ ხმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაესწრებიან, თუმცა თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. "საქართველოსთვის" წარმომადგენლის ბერდია სიჭინავას განმარტებით, ისინი თავიანთ კანდიდატურას მხოლოდ მარტვილსა და რუსთავში დაასახელებენ.

"ჩვენ "ოცნებასაც" და "ნაციონალურ მოძრაობასაც" ღიად შევთავაზეთ ერთობლივი თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის და იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ უარი მივიღეთ", - აღნიშნა კალანდიამ.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა დღეს 12:00 საათზე დაიწყება.

Print