ახალი ამბები
დღეს მართლმადიდებლური სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეშობის დღესასწაულს ზეიმობს. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდა.

საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირთან, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

შობის დღესასწაულის აღნიშვნით მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დამთავრდა, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. დღეიდან ორი კვირის განმავლობაში, 17 იანვრამდე, მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით არასამარხვო საკვების მიღება შეუძლია.

პანდემიის გამო, „ალილო“ ტრადიციული საშობაო მსვლელობა ზუგდიდში წელსაც არ გაიმართება.
Print