ახალი ამბები
ზუგდიდის საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი განახლდა

ზუგდიდის "სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი"ხელმძღვანელის, ხათუნა თოლორაის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში 62-ვე საბავშვო ბაღში

სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი შეფერხებების გარეშე განახლდა. მისივე თქმით, აღმზრდელებს კორონავირუსზე ტესტირება მომდევნო სამი დღის განმავლობაში ჩაუტარდება.

"სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. ამასთან, აღმზრდელებს ტესტირება პერიოდულად ჩაუტარდებათ, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში კი შესაბამისად ვიმოქმედებთ ", - აღნიშნა თოლორაიამ.

მუნიციპალიტეტის ბაღებში სულ 4 280 ბავშვი ირიცხება.

 

Print