ახალი ამბები
კორონავირუსის 211 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთში​
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 211 ადამიანს დაუდასტურდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 1 021 943-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 3 043 პირი, ხოლო ჯამში მათი რაოდენობა გაიზარდა 946 255-მდე. 

დღეისთვის ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მიმდინარე 61 080 აქტიური შემთხვევა, საიდანაც 4 443 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 14 582 პირი ემსხვერპლა.
Print