ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 128 და გარდაცვალების 3 შემთხვევა დაადასტურა
ბოლო მონაცემებით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 410 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 128 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა. 81 და 82 წლის ქალები და 37 წლის მამაკაცი გუდაუთის საავადმყოფოში იყვნენ მოთავსებული.

ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აფხაზეთში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში 169 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 60 მძიმე მდგომარეობაშია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Сovid 19-ით ინფიცირების 39 243 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 34 140, გარდაიცვალა 580 ადამიანი.

Print