ახალი ამბები
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა
1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები დაარბიეს, შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, აქციის ათასობით მონაწილე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

ორი წლის შემდეგ კი, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
Print