ახალი ამბები
საქართველოში ხვალ გამოიდარებს
მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვალ, 21 მაისს გამოიდარებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ. სინოპტიკოსების ვარაუდით, ხვალიდან ქარი ჩადგება და შედარებით დათბება.

22 მაისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს, 23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან კი ისევ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.


Print