ახალი ამბები
საქართველოში მომდევნო დღეებში გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაიით, ხვალიდან, 26 მაისიდან საქართველოში გამოიდარებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 26-27 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსი იქნება, 28 მაისს კი +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 29-31 მაისს, შესაძლოა, 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს.

ამასთან, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

თბილისში 1 ივნისამდე თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +24, +26, 28 მაისს +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 29-31 მაისს +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს.
Print