ახალი ამბები
საქართველოს პოლიცია პროფესიულ დღეს აღნიშნავს
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, 31 მაისს პროფესიულ დღეს აღნიშნავს. ამ წუთებში პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის სახელობის ქუჩაზე სპეციალური ღონისძიება მიმდინარეობს, სადაც შეკრებილებს სიტყვით შს მინისტრი ვახტანგ გომელაური მიმართავს.

ადგილზე განლაგებულია საპოლიციო ტექნიკა და სამინისტროს სპეციალური აღჭურვილობა. დღესვე წარმატებულ პოლიციელებს დააჯილდოებენ.

ამასთან, ფიცს დადებენ პოლიციის ახალწვეულები და აკადემიის მსმენელები. პოლიციის დღის აღნიშვნა ახალი სიმღერის პრემიერით დასრულდება.
Print