ახალი ამბები
საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენების ვალდებულება მოიხსნა
დღეიდან, 20 ივნისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარაა.

გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 16 ივნისს განაცხადა.

პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო რჩება სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება.

საქართველოში ღია სივრცეებში პირბადის ტარება 28 მარტიდან აღარ არის სავალდებულო.

Print