Error
ახალი ამბები
აშშ სირიაში მასშტაბურ სამხედრო ოპერციას დაგეგმავს
აშშ სავარაუდოდ სირიაში უფრო მასშტაბური სამხედრო ოპერაციის გეგმას განიხილავს და არ შეიზღუდება "თავშეკავებული, ვიწრო მიმართულების მოქმედებებით", რომელთა შესახებ რამდენიმე დღის წინ ბარაქ ობამამ განაცახადა. აშშ–ის არმიის შტაბის მეთაურის ყოფილმა მოადგილემ, ჯეკ კინმა "ბი ბი სი" –ს უთხრა, რომ ობამამ თეთრ სახლში ორშაბათს მიწვეულ რესპუბლიკელ–სენატორებს პირადად განუცხადა, რომ ვაშინგტონი ბაშარ ასადის ძალებისთვის მნიშვნელოვანი დარტყმის მიყენებას გეგმავს, იმ შემთხვევაში თუ კონგრესი მხარს დაუჭერს სამხედრო ოპერაციის ჩატარებას. ჯეკ კინის სიტყვებით, აშშ–ის ხელისუფლება ასევე გეგმავს სირიის ამბოხებულთა ზოგიერთ დაჯგუფებას დახმარება გაუწიოს.
Print